ამინატა ტურე
ამინატა ტურე | |
სენეგალის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 სექტემბერი, 2013 – 4 ივლისი, 2014 | |
პრეზიდენტი | მაკი სალი |
წინამორბედი | აბდულ მბაიე |
მემკვიდრე | მოჰამედ დიონე |
დაბადებული | 12 ოქტომბერი, 1962 დაკარი, სენეგალი |
პოლიტიკური პარტია | ალიანსი რესპუბლიკისათვის |
განათლება | ბურგუნდიის უნივერსიტეტი, ექს-მარსელის უნივერსიტეტი, მენეჯმენტის საერთაშორისო სკოლა |
ამინატა ტურე (ფრანგ. Aminata Touré, დ. 12 ოქტომბერი, 1962, დაკარი, სენეგალი) — სენეგალელი პოლიტიკოსი, სენეგალის პრემიერ-მინისტრი 2013-2014 წლებში.[1] სენეგალის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი მამე მადიორ ბოიეს (2001-2002 წწ.) შემდეგ. იუსტიციის მინისტრი 2012-2013 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამინატა ტურე დაიბადა 1962 წლის 12 ოქტომბერს სენეგალის დედაქალაქ დაკარში. 2012 წელს პრეზიდენტმა მაკი სალმა შეიყვანა აბდულ მბაიეს მთავრობაში და დანიშნა იუსტიციის მინისტრად.[2] 2013 წლის 1 სექტემბერს პრეზიდენტმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ორ დღეში ჩამოაყალიბა მთავრობა.[3]
2014 წლის 4 ივლისს პრეზიდენტმა გადააყენა თანამდებობიდან, რადგან მმართველმა პარტიამ დაკარგა უმრავლესობა ადგილობრივ არჩევნებში.[4]
პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ ამინატა ტურე პრეზიდენტმა მაკი სალმა დანიშნა სპეციალურ წარმომადგენლად.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Senegal PM Aminata Toure sacked after poor election results. IANS. news.biharprabha.com. ციტირების თარიღი: 5 July 2014.
- ↑ Senegal’s Sall appoints anti-graft campaigner as PM. ციტირების თარიღი: 2022-02-19
- ↑ Президент Сенегала назначил нового премьер-министра
- ↑ Отправлена в отставку премьер-министр Сенегала Амината Туре
- ↑ Macky nomme Aminata Touré "Envoyée spéciale du chef de l'Etat" (10 February 2015).